ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კრიხის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილუზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართულია. ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, დღის ბოლომდე ხანძრის ლოკალიზება მოხდება.
"ცეცხლი თითქმის 15 ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს უკიდია. ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სავარაუდოდ, ხანძრის ლოკალიზებას დღის ბოლომდე შევძლებთ," - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.