09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერის პარტიამ არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატებას მიაღწია

ეგზიტპოლების მონაცემებით, პრემიერის კონსერვატულმა პარტიამ ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ახალ საკანონმდებლო ორგანოში კონსერვატორები 316 ადგილს მოიპოვებენ, ლეიბორისტები კი 239-ს.

შედეგები ბრიტანელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წინასწარი გამოკითხვებით, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერა არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ჰქონდა.

ლეიბორისტების ლიდერმა ედ მილიბენდმა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი და განაცხადა, რომ ეს მისი პარტიისთვის იმედგაცრუების ღამე იყო.

დღის ამბები