09 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
"კიევს, ლუგანსკსა და დონეცკს შორის პირდაპირი დიალოგის აუცილებლობა გამოიკვეთა," - სერგეი ლავროვი

ვოლგოგრადში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის კრიზისზე მინსკში ჩატარებული საკონტაქტო ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრა გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს. ლავროვმა და შტაინმაიერმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

"რთულად, თუმცა მაინც მოვახერხეთ წინსვლა. ამის დასტურია გუშინ, მინსკში გამართული შეხვედრაც, სადაც საბოლოოდ გამოიკვეთა კიევის, ლუგანსკსა და დონეცკს შორის პირდაპირი დიალოგის აუცილებლობა. ასევე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რასაც რუსეთი თავიდანვე უჭერდა მხარს. ეს ნაბიჯი მშვიდობის დამყარებას უნდა დაეხმაროს,“ - განაცხადა ლავროვმა.

ამავე საკითხზე შტაინმაიერმაც გააკეთა განცხადება. 

"მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, ჩვენ მაინც ვიაზრებთ რომ უნდა გვქონდეს საერთო ინტერესები და ერთად ვიმუშაოთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ამ მიმართულებით გუშინ მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.

უკრაინის კრიზისთან დაკავშრებით 10 მაისს მოსკოვში ანგელა მერკელს ელოდებიან, რომელიც ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

დღის ამბები