09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
პელე სან პაულოს საავადმყოფოში მოხვდა

პელე სან პაულოს საავადმყოფოში მოხვდა. 74 წლის პელე ბოლო 6 თვის მანძილზე უკვე მეორედ მკურნალობს ალბერტ ეინშტეინის სახელობის ჰოსპიტალში.

2014 წლის ნოემბერში ლეგენდარულ ბრაზილიელი ფეხბურთელი შარდის ბუშტის მწვავე ინფექციის გამო ძლიერი ტკივილებით გადაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა მას ოპერაციაც ჩაუტარეს.

ვირუსმა ფეხბურთის მეფედ აღიარებულ პელეს თავი კვლავ შეახსენა და კლინიკაში რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

დღის ამბები