09 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ბარაკ ობამა მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება

ბარაკ ობამა მოსკოვში ხვალინდელ აღლუმს არ დაესწრება, თუმცა რუს ხალხს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ულოცავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მილოცვა რუსი ხალხისადმი ბარაკ ობამას მრჩეველმა რუსეთის საკითხებში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე გააჟღერა, რომელიც ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში გაიმართა.

სელესტ უოლანდერის განცხადებით, ამჟამად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ევროპული უსაფრთხოებისა და მსოფლიო მოწყობის საკითხებში, თუმცა ბარაკ ობამა მზად არის საკამათო თემების მოსაგვარებლად მოსკოვთან დიალოგი გააგრძელოს.

დღის ამბები