16 სექტემბერი 2026,   17:01
ვრცლად
ოზურგეთის რაიონში სოფელ ვაკიჯვარში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

სოფელ ვაკიჯვარში ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ჩაქრობა, ოზურგეთის რაიონში ქარსაფარი ზოლი უკვე ორი დღეა იწვის.

მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, ცეცხლი დღის მეორე ნახევარში კვლავ გავრცელდა.

იყო ხანძრის საცხოვრებელ სახლებზე გადადების საშიშროება. ამჟამად პრობლემა მოხსნილია - ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. პროცესში რამდენიმე ვერტმფრენი იყო ჩართული.

დღის ამბები