ოზურგეთის სოფლებში ვაკიჯვარსა და გომში ხანძრის ქრობის სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ვაკიჯვარში ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში ავიაციაა ჩართული, სოფელ გომში კი ძლიერი დაკვამლიანების გამო ხილვადობა ჭირს, რის გამოც ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გავრცელების არეალი.
ცეცხლის გავრცელების საფრთხე ჯერჯერობით არცერთ ლოკაციაზე არ არსებობს.
საერთო ჯამში სოფელ ვაკიჯვარსა და გომში ხანძარს 165 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის სატყეო სამმართველოს თანამშრომლები ებრძვიან.