ამ დროისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ 30 ადამიანი რჩება. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, არც ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა. დევი ტაბიძის თქმით, რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა არ არის.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი. არანაირი გართულება არ გვაქვს, ჩვეულებრივი, სიმპტომური მდგომარეობაა. მიმდინარეობს ზედამხედველობა. რაც მთავარია, რეჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა, არც ერთი არ დაგვიბრუნებია ინფექციურში და განვაგრძობთ ამ პიროვნებების დაკვირვების რეჟიმს,"- განაცხადა დევი ტაბიძემ.