09 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
იემენში "ალ-ქაიდას" ლიდერი მოკლეს

იემენში "ალ-ქაიდას" ლიდერი მოკლეს. ტერორისტების ინფორმაციით, ნასერ ალ ანსი, რომელიც ალ-ქაიდას იემენის ფრთას ხელმძღვანელობდა, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად დაიღუპა.

სწორედ ნასერ ალ ანსიმ აიღო საკუთარ თავზე "შარლი ებდოზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაჯგუფების ინფორმაციით, ანსი ჯერ კიდევ აპრილში დაიღუპა, თუმცა, აქამდე ინფორმაცია არ ხმაურდებოდა.

შეერთებულ შტატებს "ალ-ქაიდას" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ცნობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

დღის ამბები