09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
პარიზში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ

პარიზში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე ცერემონიას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც ესწრება.

ღონისძიებებს, რომელიც ტრიუმფალურ თაღთან იმართება, პირადად ქვეყნის ლიდერი ფრანსუა ოლანდი ხელმძღვანელობს. მან გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსაც შეხვდა.

მსოფლიო ლიდერთა ნაწილი კი მოსკოვში იკრიბება. წითელ მოედანზე 9 მაისისადმი მიძღვნილი აღლუმისთვის ემზადებიან.

დღის ამბები