ახალგაზრდა ბიზნესმენი, საბა თათეშვილი, რომელმაც საკუთარ სახლში თავდამსხმელი ადგილზე მოკლა, მოსამართლემ პატიმრობაში 30 აპრილამდე დატოვა. სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.
თათეშვილის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მომხდარის მიზეზი თავდაცვა იყო და ამის არაერთი მტკიცებულებაც არსებობს. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახელა.
"საბა თათეშვილმა დაიცვა თავისი სიცოცხლე. გეგმა გვაქვს ერთი, დარწმუნებული ვართ, რომ კანონის ფარგლებში მივაღწევთ მის უდანაშაულობას," - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.