18 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
COVID 19 პანდემიად გამოცხადდა - საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევა ფიქსირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "კოვიდ 19"-ის გამო პანდემია გამოაცხადა.

საქართველოში კი კორონავირუსის უკვე 24 შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება.

კვლავ შედარებით მძიმეა ერთი - რიგით მეოთხე პაციენტის მდგომარეობა. საქართველოში დავადების განკურნების შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

ბოლო სტატისტიკა კი ასეთია: 24 ინფიცირებული, 295 კარანტინში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49 მოქალაქე რჩება.

დღის ამბები