წყალტუბოს სასტუმროდან იზოლაციაში მყოფი ხუთი პირიდან 4 წუხელ ქუთაისსა და თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. ერთი მოქალაქე კი თვითიზოლაციაში გაუშვეს.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ორ მათგანს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მოქალაქე თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდათ, თუმცა სხვა სახის ჩივილები აღენიშნებოდათ.
მეხუთე მოქალაქე ოჯახური პირობების გამო თვითიზოლაციაში გადავიდა, მასზე დაკვირვებას ფოთის ჯანდაცვა ახდენს, თუ იზოლაციის წესების დარღვევა დაფიქსირდება, მოქალაქე დაუყოვნებლივ დაბრუნდება იზოლაციაში.
ამ დროისთვის წყალტუბოს სასტუმროში 92 მოქალაქე რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყოველდღე შემოწმებას გადიან.