ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ეკალ-ბარდებს უკიდია.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის 3 კერა ფიქსირდება.
დასახლებულ ადგილზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მაშველი მეხანძრე.მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.