კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტს რომელიც პირველი იყო ვისაც საქართველოში ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, ჩაუტარდა ტესტი, რომელის პასუხიც უარყოფითია.
თუმცა, პროტოკოლის მიხედვით, 24 საათში საჭიროა კიდევ ერთი ტესტის ჩატარება, რათა დაზუსტებით ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, მამაკაცი, რომელსაც საქართველოში პირველს დაუდასტურდა კორონავირუსი ირანში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.