10 სექტემბერი 2026,   11:30
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსზე შემოწმებული ყველა პაციენტის ანალიზის პასუხები უარყოფითია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსზე შემოწმებული ყველა პაციენტის ანალიზის პასუხები უარყოფითია.

ქუთაისში, ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსზე შემოწმებული ყველა პაციენტის ანალიზის პასუხები უარყოფითია.

კლინიკაში გუშინ ანალიზი 11 პაციენტს აუღეს და  კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტების უმეტესობას მოგზაურობის ისტორია აქვს, ისინი კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შევიდნენ.

მათი ნაწილი კარანტინში გადავა და ნაწილი მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს. ექიმის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ და ამ დროისთვის პასუხებს არ ელოდებიან. თემურ ნადირაძის თქმით, ანალიზები ქუთაისში ტარდება, რამაც მოლოდინის დრო შეამცირა.

დღის ამბები