10 სექტემბერი 2026,   08:26
ვრცლად
ავარია ლაგოდეხში - მძღოლი რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა მსუბუქი ავტომობილით ხრამში გადავარდა

ლაგოდეხში ავარიის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ მაწიმთან მოხდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

ის ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე დაიწყო გამოძიება.

დღის ამბები