თბილისის მერის განცხადებით, უფასო სასადილოებში ბევრი ადამიანის თავშეყრის თავიდან ასაცილებლად და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბენეფიციარებს საკვებს სახლში გაატანენ. გარკვეული კატეგორიისთვის კი იმუშავებს საკვების სახლში მიტანის სერვისი:
"ორშაბათიდან უფასო სასადილოები ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ და გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა. განსაკუთრებული რისკის, ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებისთვის, ასევე მარტოხელა მოხუცებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის იმუშავებს საკვების სახლში მიტანის სერვისი," - განაცხადა კახა კალაძემ