18 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
გიგი უგულავამ პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

11 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს განცხადებით მიმართავს. ევროპელი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს გიგი უგულავას შეწყალებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტარების გარდა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა გიგი უგულავამაც, ეს არის შეუამდგომლობა გათავისუფლების შესახებ და არა შეწყალების მოთხოვნა. ამის შესახებ განცხადება უგულავას ადვოკატმა გააკეთა:

"ვინაიდან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შემდგარ შეთანხმებაზე, რომელიც მიმდინარეობდა საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, პირდაპირ არის მინიშნებული, რომ არ შეიძლება პოლიტიკური მოტივაციით დევნა და რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნეს გამოყენებული საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი განცხადების დაკმაყოფილება," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილიამ.

დღის ამბები