წყალტუბოში, ამ დროისთვის კარანტინში 98 მოქალაქეა მოთავსებული. გუშინ სანატორიუმში 14 ადამიანი შეიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათ კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდათ და პასუხები უარყოფითია.
ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში მყოფი ყველა მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შემოწმება უტარდებათ.
გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ერთი პირი შეიყვანეს. დღეს კი, ერთი მოქალაქე, რომელსაც საკარანტინო ვადა დაუსრულდა, საკუთარ სახლში გადავა.