12 სექტემბერი 2026,   07:38
ვრცლად
გუდაური-კობის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროებაა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის და დარიალი-ლარსის (კმ126-კმ137) მონაკვეთებზე, ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და ყინულის გამო გადადგილება აკრძალულია ვერონა-შუამთის მიმართულებით. ამ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის და ზამთრის საბურავების მქონე მანქანებისთვის.
თელავის საგზაო სამსახურის ინფორმაციით გზა იწმინდება, იყრება ტექნიკური მარილი და ქვიშა. მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

დღის ამბები