18 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
გვაქვს რისკი გადაცემის და გავრცელების, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს- ამის შესახებ გიორგი გახარიამ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ვმოქმედებდით ვირუსის გავრცელების შეჩერების რეჟიმში, ვგულისხმობ იმპორტირებულ გავრცელებას, როცა შევქმენით საბჭო, ეს იყო 28 იანვარს, მაშინ გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, პირველი იყო 26 თებერვალს და გაჩნდა რამდენიმე კლასტერი. რა განსხვავებაა გუშინდელ დღესა და დღევანდელს შორის, გუშინ, გუშინწინ ჩვენ ვებრძოდით იმპორტირებულს, დღეს ჩვენ უკვე აშკარად გვაქვს რისკი გადაცემის და გავრცელების, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით. ეს უკვე სხვა რეჟიმს ნიშნავს, სხვა მენეჯმენტია ჩასართავი, სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემას.- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შესაძ₾ოა, ქვეყანაში იყოს  მეოთხეული გადაცემა, რაც შიდა გავრცელების რისკია. 

"ეს ახალი რეჟიმი გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ გვექნება მეოთხეული გადაცემა ვირუსის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შანსები დავადგინოთ პირველი წყარო მცირეა, ქვეყანაში გვეწყება შიდა გავრცელების რისკი, შიდა გავრცელება ნიშნავს, და  ამისთვის ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ, არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა. შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც უნდა ქონდეს მთავრობას იქნება სხვა,  იქნება უფრო მკაცრი. მთავრობა მუშაობის 24 საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე უკვე გადასულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე,“- განაცხადა გახარიამ და არ გამოირიცხა დამატებითი შეზღუდვების შემოღება.

"შესაძლებელია მოგვიწიოს უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში, მაგალითად მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანაა, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი დრო ინფიცირებულ მოქალაქეებს უმკურნალონ ეფექტურად და მიმართვიანობა არ იყოს პიკური და იყოს პლატოსებური,"- აღნიშნა გახარიამ.

დღის ამბები