09 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავი მოსკოვში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს. საზეიმო ღონისძიება ტრადიციულად წითელ მოედანზე იმართება.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, წლევანდელი ღონისძიება ყველაზე მასშტაბურია. აღლუმში 16 ათასი სამხედრო, 190 ერთეული მძიმე ტექნიკა და 143 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს.

აღლუმს მოსკოვში 20 ქვეყნის ლიდერი ესწრება, თუმცა მათ შორის არ არიან შეერთებული შტატებისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები. მათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო მოსკოვში ჩასვლაზე უარი თქვეს.

დღის ამბები