ქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება.
ადგილზე უკვე მივიდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მისი თქმით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას, რადგან ამ რეჟიმით გათვალისწინებული თითქმის ყველა წესი უკვე ისედაც მოქმედებს.
"ახლა შევდივართ ე.წ. ტურბულენტურ ფაზაში, როცა შიდა გავრცელების ფაქტები იქნება მეტი. ამიტომ გვჭირდება მეტი მობილიზება. ჩვენ ყოველდღიურად ვაფასებთ ეპიდ ვითარებას და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილება. ჩვენ მად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის მზად, რომ მივიღოთ ნაკლები ზიანით უკეთესი შედეგი. ბავშვები რისკ ჯგუფში არ არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათზე არ ვიზრუნოთ. კონტროლი, რეგულაციებიც, დაცვის მექანიზმებით, რა თქმა უნდა, გავრცელდება მათზეც. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის წესთა უმეტესობა პრინციპში, უკვე მოქმედებს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
გამოსცემს თუ არა დამატებით რეკომენდაციებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებთან დაკავშირებით, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.