09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70–ე წლისთავს აღნიშნეს

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70–ე წლისთავს აღნიშნავენ უკრაინაში.

მთავარი ღონისძიება კიევში, სამამულო ომის ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ათას 500–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის უკრაინის პოლიტიკური ლიდერებიც.

ცერემონია უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. პეტრე პოროშენკოს თქმით, უკრაინელი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ისინი მშობლიურ მიწას იცავენ.

"დონბასი და ყირიმი გათავისუფლდება ოკუპაციისგან და გავიმარჯვებთ ისე, როგორც გაიმარჯვეს ჩვენმა ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა 70 წლის წინ,"– განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ღონისძიება სიმბოლური აქციით "მშვიდობის პირველი წუთი" და ევროკავშირის ჰიმნის შესრულებით დასრულდა. 

დღის ამბები