10 სექტემბერი 2026,   01:42
ვრცლად
4 ახალი დაინფიცირებულიდან 2 პაციენტი ერთი ოჯახის წევრია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი იმყოფება, მათ შორის არის ცოლ-ქმარი. კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, ქალი ეკონტაქტა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, აღნიშნული პირი ამჟამად მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის:

"ორი პაციენტი, რომელიც გუშინ შემოვიდნენ არიან ოჯახის წევრები, ცოლ-ქმარი და ერთ-ერთი წყარო, ვისგანაც დასნებოვნდა ჩვენთან მოყვანილი პაციენტი ქალბატონი,  დადგენილია, წევს ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონათი და ის, როგორც ვიცი, ჩამოვიდა იტალიიდან," - განაცხადა ტურძელაძემ.

კლინიკის დირექტორის თქმით, მესამე ინფიცირებული პაციენტის დასნებოვნების წყაროც ცნობილია.  ქალს ბელგიაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.

"პირველ შემთხვევაში წყარო ცნობილია, ქალბატონი ბელგიიდან ჩამოვიდა თვითონ," - აღნიშნა ტურძელაძემ.

დღის ამბები