09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
უკრაინა გამარჯვების დღეს რუსული სცენარით აღარასოდეს აღნიშნავს - უკრაინის პრეზიდენტი

"უკრაინა გამარჯვების დღეს რუსული სცენარით აღარასოდეს აღნიშნავს, რადგან მოსკოვი ამ დრომდე ცდილობს იმპერიის აღდგენასა და მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენის შენარჩუნებას," - ეს განცხადება პეტრე პოროშონკომ კიევში, ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიაზე გააკეთა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70–ე წლისთავის აღსანიშნად უკრაინის პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

ცერემონიაში სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ.

თარიღთან დაკავშირებით დღესვე უკრაინის დედაქალაქში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ორკესტრების აღლუმიც გაიმართა.

დღის ამბები