10 სექტემბერი 2026,   05:14
ვრცლად
იმერეთში საკარანტინო ზონებში 425 მოქალაქე იმყოფება

იმერეთში ოთხ საკარანტინო ზონაში 425 მოქალაქეა მოთავსებული. საჩხერეში 42 მოქალაქე, საირმეში - 188, წყალტუბოს სანატორუმში ​-110 და წყალტუბო პლაზაში - 85.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ.

საირმის საკარანტინო ზონიდან ორი პირი მაღალი ტემპერატურით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოქალაქეები კარანტინში სხვადახვა ლოკაციიდან შევიდნენ, მათ შორის არიან თვითიზოლაციის დამრღვევი პირები.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის სამმართველოს მიერ 96 ანალიზია შემოწმებული და ყველა უარყოფითია. ასევე უარყოფითია საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუშინ აღებული ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხები, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

დღის ამბები