08 სექტემბერი 2026,   14:55
ვრცლად
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები დაიწყო

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები დაიწყო. საქართველოს შესაბამისი საელჩოს Facebook-ის გვერდზე თბილისიდან  ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა ხორციელდება, რომელიც შეკითხვებს პასუხობს.

პირველი ასეთი ონლაინ კონსულტაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიმართა. დიასპორის წარმომადგენლების შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორი სპეციალისტი პასუხობდა.

ანალოგიური ვიდეო-ხიდი დღეს ესპანეთში მცხოვრები ქართველებისთვის გაიმართება.

დღის ამბები