09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
სროლას შვეიცარიაში მსხვერპლი მოჰყვა

სროლას შვეიცარიაში მსხვერპლი მოჰყვა. სამართალდამცველებმა ციურიხის მახლობლად მდებარე ქალაქში რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს. საცხოვრებელ კორპუსში სროლის შესახებ პოლიციას ადგილობრივებმა შეატყობინეს, ადგილზე მისვლის შემდეგ კი სამართამდამცველებმა შენობის შიგნითაც და გარეთაც რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ დროისთვის უცნობია დანაშაულის მოტივიც და გარდაცვლილთა ვინაობაც.

დღის ამბები