09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში დემონსტრანტმა პოლიციელს ველოსიპედი ესროლა

დევიდ კემერონის რეზიდენციასთან გამართული საპროტესტო აქცია დიდ ბრიტანეთში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. დემონსტრანტები არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტიის გამარჯვებასა და პრემიერის პოსტზე კემერონის დარჩენას აპროტესტებდნენ.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეების ნაწილმა სამართალდამცველებს ბოთლები და ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს. აქციის ერთმა მონაწილემ პოლიციელს ველოსიპედიც კი ესროლა. შეტაკების დროს სამართალდამცველებმა 20–მდე ადამიანი დააკავეს. არიან დაშავებულებიც. 

დღის ამბები