ხვალიდან საქართველოში სწრაფი ტესტების მიღებას ელოდებიან. ისინი ქვეყანაში სამხრეთ კორეიდან და ჩინეთიდან შემოვა. საუბარია ე.წ. ოთხეტაპიან ტესტებზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მაღალი ხარისხის და ყველაზე სანდოა. სამხრეთ კორეული ტესტები ნაწილი ორგანიზმში ვირუსის ალბათობას პირველ და მეორე დღეს ადგენს, ჩინურის მიხედვით კი დიაგნოსტირება მეშვიდე-მერვე დღეს ხდება.
კონკრეტულად რა მოცულობის ტესტის შესყიდვა ხდება ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ რაოდენობა საკმარისი იქნება. თავდაპირველად ტესტირებას ის მოქალაქეები გაივლიან, ვისაც საზღვრის კვეთა უფიქსირდებათ, შემდეგ კი მათთან კონტაქტში მყოფი პირები შემოწმდებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტების შესაძენად შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
"კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია და არის უკვე ცნობილი თარიღები როდის რა რაოდენობის ტესტი შემოვა, მაგრამ დღე ჩვენ ტესტების უკმარისობას არ განვიცდით და სადაც ექიმის დანიშნულება მოითხოვს ყველგან ტარდება"- აცხადებს გამყრელიძე.