გორიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო მიმოსვლა შეწყვეტილია. ამ დროისთვის ავტოსადგური მთლიანად დაცლილია როგორც ტრანსპორტისა და მძღოლებისგან, ასევე მგზავრებისგან.
სამართალდამცავებმა ის ტაქსის მძღოლებიც გააფრთხილეს, რომლებსაც გორი-თბილისის მიმართულებით და პირიქით მგზავრები გადაჰყავდათ.
მოსახლეობა სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვას არაერთგვაროვნად ხვდება.