13 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
მარნეულში ძირითად გზებზე 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა განთავსებული - შსს

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოწყობილ საკონტროლო გამშვებ საგუშაგოებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რეგიონში ძირითად გზებზე განთავსებულია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო, რომელთა დახმარებითაც რეგიონში მოძრაობა კონტროლდება. ასევე, კონტროლდება მეორეხარისხოვანი გზები, სადაც განთავსებულია მობილური საგუშაგოები. მუდმივი კონტროლი ხორციელდება მობილური ჯგუფების მეშვეობითაც.

"საგანგებო სიტუაციის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. მთავარ გზებზე შექმნილია 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგო, რომლის მეშვეობითაც მოძრაობა კონტროლდება," - განაცხადა ქვემო ქართლის პატრულ-ინსპექტორმა თორნიკე მურჯიკნელმა

საკარანტინო პირობები მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას ითვალისწინებს.

დღის ამბები