18 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
ხელისუფლებამ სამწუხაროდ ვერ მიაწოდა მოსახლეობას ინფორმაცია, რომ გარეთ გასვლა არ შეიძლება - ახმედ იმამკულიევი

მარნეულის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ახმედ იმამკულიევი კარანტინის პირობებში მარნეულის ქუჩებში ავტომობილების გადაადგილებას აპროტესტებს. 

ახმედ იმამკულიევის თქმით, ხელისუფლებამ კარგად ვერ აუხსნა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ სახლში უნდა დარჩნენ. ადგილობრივი ოპოზიცონერი ლიდერი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხოლოდ არჩევნებისთვის და პიარისთვის გადადგმულ ნაბიჯებად აფასებს.

იმამკულიევის თქმით, "ევროპული საქართველო" პირველი იყო, ვინც ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების გაწევის მიზნით მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

"მარნეულის ქუჩებში, სამწუხაროდ, მანქანები დადიან. დღესდღეობით ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ვერ მიაწოდა  მოსახლეობას ინფორმაცია, რომ გარეთ გასვლა არ შეიძლება და ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ რამდენიმეჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, თუ რაიმე დახმარება გჭირდებათ, ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩავერთოთ ამ საქმეში.

ეს არ არის არანაირი პოლიტიკური ღონისძიება, ეს არის საერთო ერის საქმე და აქ უნდა ჩავერთოთ ყველა, ვისაც გვაქვს საშუალება და სურვილი, რომ ვინც არის დაავადებული, იმ ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია, მივაწოდოთ ყველა ის პროდუქტი, რაც არის დეზინფექციისთვის საჭირო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას. მარნეულში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი მანქანა მოძრაობს ცენტრალურ ქუჩაზე.

მე ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლების უნიათობა გამოჩნდა აქ. სამწუხაროა, რატომღაც აირჩიეს მარნეული, რომ მარნეული უნდა იყოს კარანტინში, როცა არაფერს არ აკეთებენ. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი კეთდება უბრალოდ პიარისთვის.

საფრთხე როგორ არ არსებობს, მთელი მსოფლიო არის ახლა ამ კორონავირუსით დაავადებული. დღეს ჩვენ სულ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. არა მარტო მინისტრები, რომლებიც საუბრობენ ტელევიზიით, რომ ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერს არ აკეთებენ," - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.

დღის ამბები