20 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
COVID 19-ის გამო აჭარა განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის

ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის შესაძლო გავრცელების გამო, აჭარა განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის. საეჭვო სიმპტომების მქონე პირებს ინფექციური საავადმყოფოს გარდა ბათუმში კლინიკა "მედალფასა" და ქობულეთში "ევექსის" რეგიონალური ჰოსპიტალშიც განათავსებენ.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 5 პაციენტია, ოთხის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი საშუალო სიმძიმის. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეგიონში სულ 67 მოქალაქე გამოიკვლიეს და COVID 19 7-ს დაუდასტურდა. ორი მათგანი ავსტრიის მოქალაქე იყო და მათ უკვე დატოვეს ქვეყანა.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კარანტინში 1300 მეტი პირია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. 

დღის ამბები