დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის წინასწარ წამლების მიღება დაუშვებელია. ამის შესახებ პაატა იმნაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა და მაგალითად მალარიის საწინააღმდეგო წამალი მოიყვანა, რომელსაც გარკვეული პირები პროფილაქტიკის მიზნით იღებენ:
"ეს მედიკამენტი, ანტიმალარიულ მედიკამენტზეა საუბარი, ამის მიღება არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე მითუმეტეს პროფილატიკისათვის, ამ მედიკამენტის მოქმედების მექანიზმი საერთოდ არაა ანტივირუსული. ის, ორგანიზმის გადამეტებულ იმუნურ პასუხს ებრძვის და ერთ-ერთი მექანიზმი, კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისა არის იმუნური პასუხის გადამეტება. ვერ საზღვრავს ორგანიზმი როგორი უნდა იყოს პასუხი. უფრო მეტად პასუხობს და ამით აზიანებს ფილტვის ქსოვილს. ეს ანტიმალარიული საშუალება გამოიყენება რომ იმუნიტეტი დააგდოს. ამ წამლის წინასწარ დალევა ნიშნავს, რომ თქვენ იმუნიტეტს დაიგდებთ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ