18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
რა ხდება ჩაკეტილ რაიონებში - გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გამკაცრდა

მარნეულსა და ბოლნისში, სადაც COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი კარანტინის წესები მოქმედებს, ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ქალაქებსა და სოფლებში ჯგუფები დადიან. ბლოკ საგუშაგოსთან კი, მესამე დღეა ჯარი და პოლიციაა მობილიზებული.

გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გამკაცრდა. აღიმართა რკინა-ბეტონის ბარიკადები, გაივლო დამატებით მავთულხლართები, დამონტაჟდა მოძრავი ვიდეო-სათვალთვალო კამერები. ასევე, პუნქტები დამატებით აღიჭურვა ღამის ხედვის შესაბამისი ტექნიკით.

დღეს ადგილზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი  ჩავიდნენ. მათი განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

დღის ამბები