25 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 67 მამაკაცს, რომელიც თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

ექიმ-ინფექციონისტ ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი თბილისში გადაყვანა არ იგეგმება.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც ანაკლიის საკარანტინო ზონიდან წუხელ შეიყვანეს, ექიმის განმარტებით, მისი ანალიზის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას.

დღის ამბები