19 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით შემოსულ პაციენტებს - ლევან გოფოძე​

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაგზავნილი 15 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიური აღმოჩნდა.

"გაკეთდა 15 ანალიზი და თხუთმეტივე პაციენტს ნეგატიური აქვს COVID-19-ის ინფექციაზე პასუხი, ასე რომ ამ წუთას ჩვენ ინფიცირებული პაციენტი არ გვიწევს კლინიკაში. მიმდინარეობს მკურნალობა იმ პაციენტის, რომელიც მარნეულიდან ორმხრივი პნევმონიით იქნა გადმოყვანილი,"- განაცხადა გოფოძემ.

ლევან გოფოძე საავადმყოფოში პაციენტების მიღების წესსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თვითდინებით პაციენტების მიღება არ ხდება:

"რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით პაციენტებს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტები მოჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანას,"- აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა.

დღის ამბები