მარნეულის საველე ჰოსპიტალთან არსებული რიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა.
პაატა იმნაძემ უპასუხა შეკითხვას, არიან თუ არა საკმარისი რაოდენობის ეპიდემიოლოგები მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ტერიტორიაზე.
"ნახონ რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ადვილი ხელმისაწვდომია. საერთოდ უკეთებენ თუ არა ტესტს. ავადმყოფებზეა ლაპარაკი, არათუ იმაზე, რომ ასე მოსახლეობაში ხდებოდეს გამოკვლევა. ეს ხდება მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში.
ჩვენ ყველას, ვინც კი საჭიროა, ვუკეთებთ ტესტს და ეს ადამიანები, ჩემი თანამშრომლები, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებიც ავადმყოფს პირს აღებინებენ, რომელიც ამ დროს ახველებს მათ სახეში, არ ეშინიათ და მუშაობენ. აცალეთ რა მათ მუშაობა, თუ შეიძლება,"- განაცხადა პაატა იმნაძემ, რომლის თქმითაც, ეპიდემიოლოგები ანალიზს უკეთებენ ყველას, ვისაც ეს სჭირდება.