09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
მისისიპის შტატში ორი პოლიციელი დაიღუპა

მისისიპის შტატში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ორი პოლიციელი დაიღუპა. ქალაქ ჰეტისბერგში სამართალდამცველები ეჭვმიტანილების დევნის ოპერაციის ფარგლებში გზაზე მანქანებს ამოწმებდნენ. ერთ-ერთი მანქანის გაჩერებისას პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს.

დაკავებულია სამი ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით მათ ბრალი უკვე წარედგინათ.

დღის ამბები