09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით კუბას ეწვია

საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით კუბას ეწვია. ბოლო ასი წლის განმავლობაში ეს არის ქვეყანაში საფრანგეთის ლიდერის პირველი ვიზიტი. იგეგმება ფრანსუა ოლანდის და კუბის პრეზიდენტის რაულ კასტროს შეხვედრა. საფრანგეთის პრეზიდენტს 20 ფრანგი ბიზნესმენიც ახლავს.

გასული წლის დეკემბერში ვაშინგტონსა და ჰავანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ოლანდი დასავლეთის პირველი ლიდერია, რომელიც კუბაში ჩავიდა.

კვირას რაულ კასტრო ვატიკანში რომის პაპს შეხვდა. მან კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენაში დახმარებისთვის პონტიფიკოსს მადლობა გადაუხადა.

 

დღის ამბები