09 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
"ყირიმის ანექსია დანაშაულია,"-ანგელა მერკელი

ყირიმის ანექსია დანაშაულია -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

"ყირიმის დანაშაულებრივი ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო, ჩვენმა თანამშრომლობამ სერიოზული ზიანი განიცადა. ეს უქმნის საფრთხეს მშვიდობას ევროპაში. თუმცა, ისტორია გვასწავლის, რომ კონფლიქტი, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, უნდა მოგვარდეს მოლაპარაკებების გზით,"-განაცხადა მერკელმა. 

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთისა და გერმანიის შეფასება უკრაინასთან მიმართებაში განსხვავებულია, მაგრამ ისინი თანხმდებიან ვითარების დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობაზე.

"საიდუმლო არაა, რომ გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ცუდი ფაზაა. ეს არის გამოწვეული უკრაინაში განვითარებული მოვლენების განსხვავებული ხედვით. მიმაჩნია, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მინსკის პროცესი მუშაობს,"-განაცხადა პუტინმა.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო გერმანიის კანცლერი წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრო და მოსკოვში ერთი დღით გვიან ჩავიდა.

 

დღის ამბები