09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
რუსეთისთვის აგებული ”მისტრალები” საფრანგეთმა, შესაძლოა, ჩინეთს მიჰყიდოს

რუსეთისთვის აგებული ”მისტრალები” საფრანგეთმა, შესაძლოა, ჩინეთს მიჰყიდოს. ამის შესახებ ჩინური პრესა წერს. გავრცელებული ცნობით, უახლოეს მომავალში შანხაიში ფრანგული სამხედრო ხომალდები ჩავლენ, სწორედ მათ შორის იქნება „მისტრალიც“.

ოფიციალურ პარიზს პირველი გემი მოსკოვისთვის ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა გადაეცა, თუმცა კონტრაქტი უკრაინის კრიზისის გამო შეაჩერა.

„მისტრალების“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ორი დღის წინ განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმაც გააკეთა. დიმიტრი რაგოზინის თქმით, საფრანგეთი რუსეთის თანხმობის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

დღის ამბები