09 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
დონბასში სამხედრო მოქმედებებისთვის უკრაინა რუსეთისგან კომპენსაციას მოითხოვს

დონბასში სამხედრო მოქმედებებისთვის უკრაინა რუსეთისგან კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

ალექსანდრე ბოროვიკის თქმით, საუბარია 350 მილიარდ დოლარზე, ეს ციფრი მათ ქუვეითის მაგალითზე დაასახელეს. ბოროვიკის თქმით, 1991 წელს, როდესაც ერაყი ქუვეითში შეიჭრა, ქუვეითმა მისგან კომპენსაციის სახით 320 მილიარდი მოითხოვა, უკრაინელებმა კი თანხა რუსეთის აგრესიის ხანგრძლივობის გათვალისწინებით გაზარდეს.

დღის ამბები