09 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
მაკედონიის ხელისუფლება განხორციელებულ თავდასხმებში კოსოვოელებს ადანაშაულებს

მაკედონიის ხელისუფლება ქალაქ კუმანოვოში სამართალდამცველებზე განხორციელებულ თავდასხმებში კოსოვოელებს ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მებრძოლების ჯგუფს წლების წინ დაშლილი კოსოვოს გათავისუფლების არმიის 5 წევრი ხელმძღვანელობდა.

ორდღიანი შეტაკების შედეგად კუმანოვოში 8 სამართალდამცველი და 14 მებრძოლი დაიღუპა, 30-ზე მეტი ეჭვმიტანილი კი პოლიციას ჩაბარდა. დაღუპული სამართალდამცველების ხსოვნის პატივსაცემად მაკედონიაში ორდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

მომხდარს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანიც და მხარეებს ვითარების კიდევ უფრო ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები