09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
შეერთებულ შტატებს კვლავ ტორნადომ გადაუარა

შეერთებულ შტატებს კვლავ ტორნადომ გადაუარა. ამჯერად ქარბორბალამ სამხრეთ დაკოტა დააზარალა. ქალაქ დელმონტში დაზიანდა 20-მდე საცხოვრებელი სახლი და ეკლესია. დაშავდა 9 ადგილობრივი, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ისინი კლინიკებიდან გაწერეს. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი.

ტორნადოების სერია თავს დაატყდა ტეხასის შტატსაც, სადაც სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები