ბათუმში ყველა ინფიცირებული კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს. ასეთი პაციენტი რეგიონში სულ შვიდია. აქედან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა. ორმხრივი პნევმონია აქვს შუახნის ქალსაც, მის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენ 5 პაციენტთან მიმართებაში კი ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, გუშინ შეყვანილ 4 საეჭვო პირს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე კლინიკაში კიდევ 5 მოქალაქე მოათავსეს, მათზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.