06 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ონკოლოგიურ პაციენტებს განსაკუთრებული ზომების მიღებას ურჩევს

ონკოპრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ონკოლოგიურ პაციენტებს რეკომენდაციებით მიმართავს.

მაქსიმალურად შეზღუდონ ვიზიტი კლინიკებში, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.

რემა ღვამიჩავა აცხადებს, რომ ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტები არ არიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ, თუ აკონტროლებენ მდგომარეობას და იცავენ წესებს.

"ონკოლოგიური ის პაციენტები,რომლებსაც აღენიშნებათ იმუნიტეტის დაქვეითება არიან რისკის ქვეშ. უნდა ეცადონ, რომ იმუნიტეტი ჰქონდეთ შესაბამის დონეზე ეს იქნება შესაძლებელი სწორი მკურნალობით, ამასთან მათ უნდა შეამცირონ კონტაქტი საავადმყოფოებთან გარდა აუცილებელი შემთხვევებისა,"- განაცხადა რემა ღვამიჩავამ.

დღის ამბები